ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გადაწყდება, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლები 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო,ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა