თამარ ჩუგოშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ რამდენიმე საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო, სიახლეებს უნდა ველოდოთ

მოლოდინი მაქვს, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო, სიახლეებს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ელჩების თანდასწრებით ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

„რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, შემთხვევითი არ იყო, რომ ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა. მეორე დოკუმენტში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი რომ არ ყოფილიყო, ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ზოგადი დოკუმენტის ხელმოწერას აზრი არ აქვს - რაღაცის გამო გახდა საჭირო ასეთ ზოგად ტექსტზე ხელის მოწერა.

ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, მართლმსაჯულების ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს და შესაბამისი ინსტიტუციების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე გარკვეულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, რაც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები ბევრს ვერ ისაუბრებენ, განსაკუთრებით უმრავლესობა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო და რომელმაც ნეგატიურ კონტექსტში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო, ამ საქმეებზე გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი იქნება დაცული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ოლქების განაწილებას და ბლოკების საკითხს, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები სავარაუდოდ, კონსულტაციების საფუძველზე მიიღება და ამ მხრივ გართულებებს არ უნდა ველოდოთ.

„კონკრეტულად ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია და ამ კონსულტაციებისთვის მზაობა არსებობს. ეს მზაობა იმ შეხვედრაზეც იქნა დაფიქსირებული, სადაც შეთანხმება შედგა. იქვე იყო საუბარი, რომ ოლქების საზღვრებზე ოპოზიცია და უმრავლესობა კიდევ ერთხელ დაილაპარაკებდნენ, ამიტომ მე აქ განსაკუთრებულ პრობლემებს არ ველოდები.

რაც შეეხება ბლოკების დაშვებას, ბლოკების თემა შეთანხმების ნაწილი არ არის. დღეს არსებული ჩანაწერით, 2020 წლისთვის ერთჯერადად არის დაშვებული. მიმაჩნია, რომ როცა ბარიერი ძალიან დაბალია და ერთი პროცენტია, ბლოკებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც, ერთპროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში პარლამენტში მოხვდეს და შემდეგ იპარტნიოროს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო