ამირან გამყრელიძის განცხადებით, იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიდან ტემპერატურა 7 პირს დაუფიქსირდა, რის გამოც ისინი სტაციონარში გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს იტალიიდან ჩამოსულთაგან დაახლოებით 7 ადამიანს ტემპერატურა დაუფიქსირდა.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული პირები სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სტაციონარებში გადაიყვანა, დანარჩენი კი კარანტინის ზონაში მოათავსეს.

„მოგეხსენებათ, დღეს, იტალიიდან 2 თვითმფრინავით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ავიახაზებით, ჩვენი თანამემამულეები ჩამოვიდნენ, რადგან ფრენები შეწყდა იტალიასთან. დაახლოებით 150-მდე ადამიანი ჩამოვიდა. ისინი არიან იტალიის სხვადასხვა რეგიონებიდან. ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდა დადგენილი წესით ის პროცედურა, რაც საზღვარზე ტარდება. მხედველობაში მაქვს, თერმოსკრინინგი. ეპიდემიოლოგიური შესაბამისი კითხვარები შეავსეს, ბორტზე ჰქონდათ, საკმაოდ მოწესრიგებულად იყო ყველაფერი. რამეთუ ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო იქ სამედიცინო ეკიპაჟების გაგზავნა. მათ უკვე ყველა ინფორმაცია მიწოდებული ჰქონდათ. ძალიან კარგია, რომ ამ ადამიანებთან არ ყოფილა არანაირი კონფლიქტური სიტუაცია. მათ იცოდნენ, რომ უნდა გაევლოთ 14-დღიანი კარანტინი. სიცხე, თუ არ ვცდები, დაუფიქსირდა 7 ადამიანს, რომლებიც გადაყვანილები არიან საგანგებო სამედიცინო დახმარების მიერ სტაციონარებში, თბილისის ჰოსპიტლებში. დანარჩენები გადაყვანილები იქნენ საკარანტინო ზონებში, საკმაოდ კომფორტულ პირობებში, სასტუმროები იქნა შერჩეული. ამაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი. ამ დაწესებულებებში, სადაც კარანტინს გაივლიან იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა