ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2020

ინვესტორებმა ქვეყნიდან ფულის გატანაზე უარი თქვეს და ისევ ეკონომიკაში ჩააბრუნეს

"ოქრიაშვილის გარდა, სხვა მაჟორიტარებს პრეტენზია არ გამოუხატავთ“ - კახაძე

***

ინვესტორებმა ქვეყნიდან ფულის გატანაზე უარი თქვეს და ისევ ეკონომიკაში ჩააბრუნეს

“წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა და 347 მლნ დოლარს მიაღწია. ამან წლის საერთო მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ საერთო რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მეტია ბოლო წლების განმავლობაში. რამ განაპირობა დადებითი ტენდენცია და რამდენად პოზიტიურია, რეინვესტირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი - ვითარება "რეზონანსთან” ეკონომისტებმა შეაფასეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაშ სათაურით, ინვესტორებმა ქვეყნიდან ფულის გატანაზე უარი თქვეს და ისევ ეკონომიკაში ჩააბრუნეს / "ეს ძალიან კარგია, მაგრამ რომ არა რეინვესტირება, შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა"

"წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-4 კვარტალში 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-4 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფოა - 36.1 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი - 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 13.9 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2019 წლის მე-4 კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი - უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლ აშშ დოლარით“, - აღნიშნულია "საქსტატის“ ინფორმაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მთავრობა, პოზიტიურად აფასებს 2019 წელს უცხოური ინვესტიციების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020-ში არ იარსებებს ობიექტური ფაქტორი, რაც ტენდენციას შეცვლის. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას შეფასებით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება. შარშანდელი მეოთხე კვარტალი პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია. „ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა. რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას აჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია“, - აღნიშნა თურნავამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ წელს რაიმე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკი არ შეგვიშლის ხელს, დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და განმტკიცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი ინევსტორები არიან ბრიტანელები(19.5%), თურქეთები (18.7%), ირლანდიელები (10.5%), რომელთათვისაც ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა საფინანსო სექტორი (21%), ენერგეტიკა (15%), სასტუმროები და რესტორნები (12%). აკადემიკოსი, ავთანდილ სილაგაძე ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ რეინვესტირების წილის გარეშე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წელს საკმაოდ შემცირებული იქნებოდა. "მოცულობა გაიზარდა და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო კვარტალი, თუმცა ეს ვერ უახლოვდება 2016 წლამდელ მაჩვენებელს, მაგრამ მაინც კარგია იმიტომ, რომ ტრენდი დადებითისკენაა. აუცილებელია ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოყოფა, რეინვესტირების წილი მკვეთრად გაიზარდა, რაც წინა წლებში არ იყო და ეს არის თვისობრივად ახალი მიდგომა. ძალიანდადებითი მომენტია, თუმცა, მეორე მხრივ, რომ არა ეს მონაცემი და გზა, ინვესტიციების ოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, მათ შორის შარშანდელთან შედარებით”, - დასძენს გამოცემა.

"რეინვესტირების წილი წესით მომავალ წლებშიც გაიზრდება. ახლა საქართველო და მთელი მსოფლიო დგას ახალი და უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, ეს არის კორონავირუსი, რისი მაგვარიც დღევანდელ კაცობრიობას არ ახსოვს. ეს უდიდეს გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და უკვე სახეზეა უარყოფითი შედეგები. საქართველოს შემთხვევაში ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი -საპარლამენტო არჩევნები. დღეს პროგნოზირება იმისა, გაიზრდება გაიზრდება თუ არა უცხოური კაპიტალის შემოდინება, ამ ფაქტორების გამო შეუძლებელია”, - აღნიშნა აკადემიკოსმა ,,რეზონანსთან”. ცნობისათვის, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის ოთხივე კვარტლის ჯამური მონაცემით, 2018 წელთან შედარებით, 174%-ით გაიზარდა. ზოგადად კი ინვესტიციების 64% თბილისზე მოდის, სადაც "საქსტატის" ინფორმაციით, 820 მილიონი დოლარი ჩაიდო. ყველაზე ნაკლები კაპიტალი კი გურიაში დააბანდეს, სულ 2 622 141 აშშ დოლარი”, - წერს სტატიის ავტორი.

"ოქრიაშვილის გარდა, სხვა მაჟორიტარებს პრეტენზია არ გამოუხატავთ“ - კახაძე

"ოცნებაში“ გადაჭრით უარყოფენ გავრცელებულ ცნობას, რომ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან მიღწეულმა შეთანხმებამ მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გამოიწვია. მათი ცნობით, ამ საკითხზე არც ბიძინა ივანიშვილსა და არც „ოცნების“ მაჟორიტარებს შორის არ გამართულა საგანგებო შეხვედრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოქრიაშვილის გარდა, სხვა მაჟორიტარებს პრეტენზია არ გამოუხატავთ“ - კახაძე

"ბიძინა ივანიშვილი შეთანხმებამდე გამართულ უმრავლესობის სხდომასაც არ დასწრებია, შეთანხმების შემდეგ გამართულ სხდომაზე კი, გარდა კახა ოქრიაშვილისა, სხვა მაჟორიტარ დეპუტატებს პრეტენზია არ გამოუხატავთ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა "ოცნებაში“ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაღაც დაძაბულობაა და ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს პერსონალურად ესაუბრა, პირადად ჩემთან ასეთი საუბარი არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ და არ მგონია, რომ მაჟორიტარების ფორმატში მსგავსი შეხვედრა გამართულიყო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე არ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად შეხვდა მაჟორიტარებს, მით უმეტეს რაიმე გარანტიები მიეცა მათთვის. ვის როდის აქვს მიღების საათები, არ ვიცი. ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებენ. ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება და რა გასაკვირია, თუ აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ოჯახშიც არ არის ხანდახან ერთი აზრი. მაგრამ გეუბნებით, რომ არანაირი გაუგებრობა და პერსონალური შეხვედრები არ ყოფილა, მით უმეტეს - ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ყველანი გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა კობა კობალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა