რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება.

მისივე განმარტებით, გუშინ ღამით კლინიკაში 10 პაციენტი მიიღეს, აქედან კი 7 ის პაციენტია, რომელიც გუშინ, სპეციალური რესით იტალიიდან საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ჩამოიყვანეს. ლევან გოფოძის თქმით, მათ ტემპერატურა არ აქვთ.

„მოგეხსენებათ, გუშინ იტალიიდან თვითმფრინავით ჩამოიყვანეს პაციენტები. მათგან 7 დაკვირვებისთვის ჩვენთან მოიყვანეს. დღეს, ეს პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის გადადიან. ანუ, მათ ტესტირება არ ჩატარებიათ, ისე მოიყვანეს ჩვენთან.

დანარჩენი 3 პაციენტი გადმოიყვანეს ინფექციური საავადმყოფოდან, მას შემდეგ რაც ჩაუტარდათ ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ნეგატიური ტესტები აქვთ. ისინი ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პასუხისმგებლობა აიღო იმ 39 მოქალაქეზე, რომლებიც 10 მარტს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს და სასტუმროში განათავსეს.

„სამედიცინო უზრუნველყოფა, მათი დაკვირვება ჩვენი ექიმებისა და ექთნების მიერ განხორციელდება“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს