ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღრიცხულია ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღრიცხულია ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა. როგორც ტიკარაძე განმარტავს, მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს.

„აღრიცხულია ყველა ის ადამიანი, ვინც დადგენილ პაციენტებთან იმყოფებოდნენ. მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს, რა თქმა უნდა, უკვე გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია კონტროლის გარეშე ვრცელდება და ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრის განმარტებით, შესაბამისი სტრუქტურები ცდილობენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიებები უფრო მეტად გაამკაცრონ.

„ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს. ყოველდღიურად მთავრობაზე განიხლება ის ხარვეზები, რომელიც მუშაობის პერიოდში გამოიკვეთება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში არის, როგორც რეკომენდატორი, დანარჩენ უწყებებს ევალებათ შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელსაც გავცემთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით“, - აცხადებს ტიკარაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს