სემეკი - სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, „ენერგო პრო ჯორჯია“ დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასწორი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვა, მიერთების სამუშაოების არაჯეროვანად შესრულება.

„სემეკში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი-პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კომისია რეალურ დროში აკონტროლებს რეგულირებადი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად კომისიამ გადაამოწმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ცალკეული ინფორმაცია, კერძოდ 31 ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების შესახებ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიერთების თაობაზე ჟურნალში მოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. შესაბამისად კომპანიას დარღვევების გამოსწორების მიზნით განესაზღვრა ერთი თვე. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ერთთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ახალი მომხმარებლის მიერთებისას ელექტრონულ ჟურნალში კვლავ ასახა მცდარი ინფორმაცია, ასევე ქსელში გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური დარღვევები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, გარდა დაჯარიმებისა, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა