ამირან გამყრელიძე - მეზობლებისთვის საკარანტინო სივრცეები საშიშროებას  არ წარმოადგენს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკარანტინო სივრცეები მეზობლებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, ისედაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას.

„მეზობლებისთვის, იქ სადაც საკარანტინო სივრცეები არის, არაფერ საშიშროებას ეს არ წარმოადგენს ამიტომ აქედან ნუ შევქმნით პრობლემას და იმ ადამიანებს, მოგეხსენებათ გარკვეული ფსიოქოლოგიური სტრესი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ჯანმრთელები არიან. 2 კვირა როცა ოჯახს მოწყვეტილი არიან, როცა იზოლირებული არიან გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესი არსებობს და ზედმეტად კიდევ ნუ დავუმატებთ. ის ადამიანები ასევე ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო ვალდებულებას, რომ ისინი არიან იზოლირებული, რომ თუ ვინმე ინფიცირებულია არ გადასდონ სხვას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო