მიხეილ ჩხენკელი - ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტურად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩხენკელმა რექტორებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, „შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტების წინაშე დგას საერთო გამოწვევა - სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება, ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს“.

„დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1-ელ აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი გააგრძელონ 1-ელი აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1-ელი აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტურად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“,- განაცხადა ჩხენკელმა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა რექტორების დამატებით შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მიხეილ ჩხენკელი - ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტურად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩხენკელმა რექტორებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, „შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტების წინაშე დგას საერთო გამოწვევა - სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება, ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს“.

„დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1-ელ აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი გააგრძელონ 1-ელი აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1-ელი აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტურად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“,- განაცხადა ჩხენკელმა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა რექტორების დამატებით შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი