ქართველი სტუდენტების ანაზღაურებადი გადამზადება და დასაქმება საერთაშორისო დეველოპერულ ცენტრ Webiz-ში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორადუმი კომპანია Webiz-თან გააფორმა. კომპანია Webiz მსხვილ ინვესტირებას საქართველოში არსებული სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახორციელებს. გადამზადების პროგრამის მიმდინარეობისას, შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კი იმუშავებენ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებზე საქართველოდან ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. BTU-ს სტუდენტების გადამზადება საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით მოხდება.

აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის და უპრეცედენტოა თავის მასშტაბითა და ფორმატით.

Webiz მსოფლიოს მოწინავე დეველოპერული ცენტრია, რომელიც მუშაობს ელექტრონული გადახდის სისტემების, ელექტრონული კომერციის, უძრავი ქონების მართვის სისტემების, ონლაინ სწავლების პლატფორმების და სხვა გადაწყვეტილებების მიმართულებით. კომპანია Webiz არის IT დეველოპერული ცენტრი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. მისი დამფუძნებლები არიან ეალ ბაროზი, დავიდ ზერა და მენი ბენიში. Webiz-ის საქართველოს წარმომადგენლობაში დეველოპერთა UX/UI დიზაინერთა 80 კაციანი გუნდი მუშაობს, რომელიც მუდმივად მზარდი და განვითარებადია.

კომპანია Webiz-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე, შერჩეული ტოპ სტუდენტები ცენტრთან თანამშრომლობას შესარჩევი კონკურსის შემდეგ დაიწყებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო