ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი კანონდარღვევით აქვს წარდგენილი და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული.

„წინა სასამართლო სხდომაზე გარკვეული შუამდგომლობები დავაყენეთ, პროკურორსაც ჰქონდა შუამდგომლობა. თუმცა, მოგეხსენებათ, ზურაბ ადეიშვილის დაცვაში ახალი ადვოკატი ჩაერთო და მას საქმის გასაცნობად ვადა მისცა სასამართლომ. გასულ სხდომაზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობა დავაყენეთ. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს იქნება მსჯელობა და დამატებით კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემას, ანუ სასამართლომ წარდგინებით რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. არაკანონიერად მოპოვებული მტკიცებულებაა, ტელეფონის ნომერი, რომელიც ჟვანიას საქმიდან ამოიღეს. მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი გადმომცეს და ტელეფონთან წვდომა არ მაქვს, რომ მასზე ექსპერტიზა ჩავატარო.როცა პროკურატურას მოვთხოვე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტელეფონი წარედგინათ, მათგან პასუხი მივიღე, რომ ამ ნივთის ბედი მათთვის უცნობია. საშუალებას არ მაძლევენ, ამ მტკიცებულებაზე წვდომა მქონდეს“, -განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი კანონდარღვევით აქვს წარდგენილი და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული.

„წინა სასამართლო სხდომაზე გარკვეული შუამდგომლობები დავაყენეთ, პროკურორსაც ჰქონდა შუამდგომლობა. თუმცა, მოგეხსენებათ, ზურაბ ადეიშვილის დაცვაში ახალი ადვოკატი ჩაერთო და მას საქმის გასაცნობად ვადა მისცა სასამართლომ. გასულ სხდომაზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობა დავაყენეთ. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს იქნება მსჯელობა და დამატებით კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემას, ანუ სასამართლომ წარდგინებით რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. არაკანონიერად მოპოვებული მტკიცებულებაა, ტელეფონის ნომერი, რომელიც ჟვანიას საქმიდან ამოიღეს. მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი გადმომცეს და ტელეფონთან წვდომა არ მაქვს, რომ მასზე ექსპერტიზა ჩავატარო.როცა პროკურატურას მოვთხოვე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტელეფონი წარედგინათ, მათგან პასუხი მივიღე, რომ ამ ნივთის ბედი მათთვის უცნობია. საშუალებას არ მაძლევენ, ამ მტკიცებულებაზე წვდომა მქონდეს“, -განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი