07.07.2025 / 08:38
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტში მისვლისგან თავი შეიკავონ

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები - 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

იხილეთ ვიდეო: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს