07.07.2025 / 08:38
„საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის ორ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის ორ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1 პროცენტით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ. აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს