განათლების მინისტრის მოადგილე - სკოლებში არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მიყვება.

"შესაბამისად, რეკომენდაცია და ქვეყანაში არსებული სიტუაცია როგორი იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ზოგადი განათლების საფეხურზე, დისტანციური კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის იქნება. რა ფორმებით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო, დღეს დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ამ ინფორმაციას. ეს იქნება მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე ფორმა, როგორ მოხდეს ამის კომუნიკაცია და ალტერნატიული შეთავაზებებიც იქნება, თუმცა, როგორ გააკეთებს პროცესის ორგანიზებას სკოლა, ეს იქნება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურცენტრებთან. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დირექტორს, მასწავლებლებს - საზოგადოება სოლიდარულია და მზადაა თანამშრომლობისთვის, ელოდება ინსტრუქციებს. დარწმუნებული ვარ, აქტიურად იქნება ყველა მასწავლებელი ამ პროცესში ჩართული," - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

იხილეთ ვიდეო: სკოლებში არდადეგების დამატებით გახანგრძლივების თაობაზე სამინისტროში ამ დროისთვის საუბარი არ მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა