საქართველოს ყველა მოქალაქე lit.ge-ს 2093 ელექტრონული წიგნით უფასოდ ისარგებლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, მიღწეულია შეთანხმება ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-სთან, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა.

მისივე თქმით, სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები - მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

მომხმარებელიდარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);

ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს "სამკითხველოს" გვერდზე (https://www.lit.ge/packages/), სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;

პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;

სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: https://www.lit.ge/index.php?page=books&send[shop.catalog][order]=8&send[shop.catalog][reset]=1;

წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: https://www.lit.ge/aplikaciebi/

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს