ზურაბ ჯაფარიძე - არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 20-მდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განვითარების გზა არის კონსენსუსით სიარულის გზა.

„ეს შეთანხმება არის გულწრფელად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეხება თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა, სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა. ეს შეთანხმება არის ოპოზიციას შორის მიღწეული. აქ არ არის არც ერთი პარტია, რომელიც ერთ საკითხს მაინც სხვანაირად ჩაწერდა. ეს არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ ვიაროთ, ამ ქვეყნის განვითარების გზა, განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების შემდეგ, არის კონსენსუსით სიარულის გზა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა