ნიკა მელია - უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები, რომლებიც ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე

ამ შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება არის გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი არის იმის გარანტია, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ესაა მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ აღარ შეეშინდება მოქალაქეს მოსამართლის. ამიტომ არის ეს მისასალმებელი და სიამოვნებით ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა მელია - უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები, რომლებიც ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე

ამ შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება არის გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი არის იმის გარანტია, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ესაა მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ აღარ შეეშინდება მოქალაქეს მოსამართლის. ამიტომ არის ეს მისასალმებელი და სიამოვნებით ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია