გაგი მოსიაშვილი - მარიანა ჩოლოიანის საქმეში მხოლოდ დაინტერესებული პირის მამხილებელი ჩვენებაა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში მხოლოდ დაინტერესებული პირის მამხილებელი ჩვენებაა.

როგორც გაგი მოსიაშვილი განმარტავს, სასამართლოში განხილული მტკიცებულებებით მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა დადასტურდება.

„წინასწარ ვერ გეტყვით, ბრალდების მოწმეები სამართლოს რა ინფორმაციას მიაწვდიან, თუმცა, მთავარია ყველა მოწმემ სიმართლე თქვს. იმედი მაქვს, სიმართლე, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში ითქმევა, ერთადერთს - მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას დაადასტურებს.

წინა პროცესზე დაკითხული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივად, მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას ადასტურებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრალდების მოწმეები არიან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საქმე, რომელიც წარმოდგენილია მარიანა ჩოლოიანის ბრალდების საქმედ, მხოლოდ დაინტერესებული პირის მხრიდან მხილებაა, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის კი, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს