ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პირს პნევმონია აქვს, საშუალოზე მძიმედ კი მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკის 7 პაციენტს პნევმონიის ნიშნები აღენიშნება, რომელთაგან მხოლოდ ერთს უფიქსირდება პნევმონიის საშუალოზე მძიმე ფორმა.

ეზუგბაიას განმარტებით, დღის განმავლობაში კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა და დაავადების პროგრესირება არ ფიქსირდება.

„ყველა პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. არცერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა და პროგრესი კლინიკის არცერთ პაციენტთან არ განვითარებულა. ორ ადამიანზე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამ ეტაპზე ერთთან პნევმონია საშუალოზე მძიმეა, მეორე შემთხვევაში საშუალო სიმძიმის. დანარჩენ 5 პაციენტთან, როგორც დილით მოგახსენეთ, პნევმონია მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ასე, რომ დღეს, დღის განმავლობაში, უარყოფითი დინამიკა, ანუ დაავადების პროგრესირება კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ არ არის“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუმარტა, პანდემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, პირები ვინც საქართველოში კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ბრუნდებიან თვითიზოლაციაში მოექცნენ. მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ახლობლები უნდა დაეხმარონ, რათა მათ არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები.

„მთავარია, პირები, ვინც საქართველოში ბრუნდებიან, (მოგზაურობის მიზნით თუ საქმიანი ვიზიტით) რისკის შემცველი ქვეყნებიდან აუცილებლად საჭიროებენ თვითიზოლაციას 2 კვირის განმავლობაში და საკარანტინო პერიოდში კონტაქტების ყოველგვარ გაწყვეტას მოსახლეობასთან. ამას სჭირდება, არა მარტო, ამ პაციენტების თვითიზოლაცია, არამედ მათი ახლობლების თანადგომა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პირებმა არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ