„ალდაგი“ მომხმარებელს დისტანციურად მოემსახურება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას მომხმარებელს აღარ მოუწევს „ალდაგის“ ოფისში მისვლა, რა თანხასაც არ უნდა ეხებოდეს მიყენებული ზარალი.

„ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას „ალდაგის“ მენეჯერი მომხმარებელთან ადგილზე მივა და იქვე მოემსახურება. თუ ავტომობილს მცირე ზიანი მიადგება, ადგილზევე მოხდება თანხის დადგენა და ანაზღაურება გაიცემა უახლოეს რამდენიმე დღეში, ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწევს ავტომობილის შესაფასებლად ავტოსერვისში მისვლა. ხოლო დიდი ზარალის შემთხვევაში ჩვენი მენეჯერი ავტომობილის მფლობელს პირდაპირ გადაამისამართებს ავტოსერვისში, სადაც მოხდება ზარალის შეფასება.

„ალდაგის“ ოფისთან მომხმარებლის კონტაქტი მომსახურების ციკლიდან სრულიად ამოვარდა, რაც მომხმარებელს ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის და ანაზღაურების პროცესს გაამარტივებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?