„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად ემსახურება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს. კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს დისტანციურად ემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, განაცხადებისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის გამოგზავნამდე გთხოვთ, ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს www.gwp.ge, გაეცანით ელქტრონულ ფორმებს და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

„განაცხადის ელექტრონული ფორმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, შეავსოთ ველები და გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე online@gwp.ge. განაცხადს ოპერატორი დისტანციურად დაარეგისტრირებს.

პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებთ. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდის www.gwp.ge, ცხელი ხაზისა - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს