სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 16 აპრილამდე გაგრძელდება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში ითვალისწინებს საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვას და მათში მონაწილეობას, არეგულირებს ანტიეპიდემიოლოგიური ღონისძიბების ჩატარებას, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქის სპეციალურ საკარანტინო ზომებში გადაყვანას, ტრანსპორტის მოძრაობაზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას, ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ქვეყნის მოქალაქეების შესვლას, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეინიშნება (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, აგრეთვე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც საგანგებო სიტუაციის გამოცხადების დროს ბრუნდებიან სამშობლოში). ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც კვეთენ სომხეთის რესპუბლიკის საზღვარს და ამავე დროს უარს ამბობენ სამედიცინო შემოწმებაზე, ჰოსპიტალიზაციაზე ან კარანტინში გადასვლაზე, შესაძლოა, დაექვემდებარონ იძულებით გადაყვანას საკარანტინო ზონებში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა