თსუ-ში ელექტრონული სწავლება დაიწყო

თსუ-ში ელექტრონული სწავლება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 350 სტუდენტს დღეიდან ელექტრონული სწავლების მოდელს სთავაზობს. ელექტრონული სწავლების საერთაშორისო მოდელი უახლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას (zoom; smartboard; webinar) ითვალისწინებს. ლექციები არის ინტერაქციული, სტუდენტებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ საკლასო დისკუსიებსა და განხილვებში. ონლაინ პლატფორმა ლექციების სინქრონულ რეჟიმში ჩატარების (ე.წ.ლაივსტრიმი) საშუალებას იძლევა. ჭკვიან დაფებს (Smartboards) აქვთ დაფისა და სალექციო მასალის ონლაინ რეჟიმში გაზიარების ფუნქცია“, - აცხადებენ თსუ-ში.

ელექტრონული სასწავლო პროცესის დაწყებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი თამარ სულუხია გაეცნენ. პირველი ონლაინ ლექცია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მუჰამედ ასალიმ ჩაატარა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტმა ეტაპობრივად დაიწყო დისტანციური სწავლების ელემენტების დანერგვას.

„23 მარტიდან ყველა მიმართულებაზე დისციპლინიდან გამომდინარე სხვადასხვა პაკეტებს შევთავაზებთ სტუდენტებს. სასწავლო მასალა და ელექტრონული ლექციები ყველა სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

მისივე თქმით, მასალების ატვირთვა ეტაპობრივად სხვადასხვა პლატფორმაზე მიმდინარეობს.

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელის თამარ სულუხიას ინფორმაციით, ყველა საგანი, რომელიც ამ სემესტრში იყო დაგეგმილი, სტუდენტებს სასწავლო ცხრილის ცვლილების გარეშე ელექტრონულად მიეწოდებათ.

„სტუდენტები სახლიდან გაუსვლელად სრულყოფილად ჩაერთვებიან აკადემიურ პროცესში, ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, სადაც სტუდენტები სახლიდან დარეგისტრირდებიან, შევლენ სისტემაში და დაესწრებიან ლექციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის webinar, სადაც სტუდენტი იღებს მონაწილეობას ინტერაქტიულ რეჟიმში. მას აქვს საშუალება დასვას შეკითხვა, გამოთქვას მოსაზრება და ა.შ.“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება. მანამდე კი, თსუ ფაკულტეტების, პროფესიული განათლებისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრების ადმინისტრაციები აქტიურად მუშაობენ, რომ 23 მარტიდან ელექტრონული სწავლების ელემენტების პილოტირება დაიწყოს. ამასთან, თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო დისტანციურად ფუნქციონირება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა