ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მკურნალობას 45 პაციენტი გადის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტია მოთავსებული, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 33 ადამიანია.

„ამ წუთებში ჩვენს კლინიკაში წევს 45 პაციენტი. ინფიცირებულების რაოდენობა ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი, მათგან 28 პაციენტი წევს ჩვენთან, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკაში არიან. სამი წევს საჩხერეში, ორი იმ კლინიკაში, რომლებიც ჩვენთან ერთად მიმღებებად არის დასახელებული. გუშინდელს შემდეგ, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა არ შეცვლილა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შესახებ, რომელიც დღეს კლინიკიდან გაეწერა. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პირი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

„რაც შეეხება მდგომარეობას, პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა ცოტა გაჭიანურდა, საზოგადოების დიდი ხნის მოლოდინი იყო, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევების პასუხს. დღეს ლუგარის ცენტრიდან მოვიდა განმეორებითი უარყოფითი პასუხი, პაციენტი გაეწერა, ოღონდ ასეთი წესი შევიმუშავეთ საქართველოში, ზოგ ქვეყანაში ეს წესი არის, ზოგ ქვეყანაში არა. ზოგ ქვეყანაში, პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელებულად ითვლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე წერენ, ის განკურნებულია და თავისუფალია.

ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორია - ეს პაციენტი 2 კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე, თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც შევა კონტაქტში სხვებთან, ამის საფუძველი ჩინურმა გამოცდილებამ მოგვცა, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელებული ეგონათ და გაეწერა, შემდეგ აღენიშნა ხელახლა სიმპტომები და კლინიკებში შეაბრუნეს. ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მკურნალობას 45 პაციენტი გადის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტია მოთავსებული, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 33 ადამიანია.

„ამ წუთებში ჩვენს კლინიკაში წევს 45 პაციენტი. ინფიცირებულების რაოდენობა ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი, მათგან 28 პაციენტი წევს ჩვენთან, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკაში არიან. სამი წევს საჩხერეში, ორი იმ კლინიკაში, რომლებიც ჩვენთან ერთად მიმღებებად არის დასახელებული. გუშინდელს შემდეგ, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა არ შეცვლილა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შესახებ, რომელიც დღეს კლინიკიდან გაეწერა. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პირი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

„რაც შეეხება მდგომარეობას, პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა ცოტა გაჭიანურდა, საზოგადოების დიდი ხნის მოლოდინი იყო, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევების პასუხს. დღეს ლუგარის ცენტრიდან მოვიდა განმეორებითი უარყოფითი პასუხი, პაციენტი გაეწერა, ოღონდ ასეთი წესი შევიმუშავეთ საქართველოში, ზოგ ქვეყანაში ეს წესი არის, ზოგ ქვეყანაში არა. ზოგ ქვეყანაში, პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელებულად ითვლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე წერენ, ის განკურნებულია და თავისუფალია.

ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორია - ეს პაციენტი 2 კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე, თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც შევა კონტაქტში სხვებთან, ამის საფუძველი ჩინურმა გამოცდილებამ მოგვცა, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელებული ეგონათ და გაეწერა, შემდეგ აღენიშნა ხელახლა სიმპტომები და კლინიკებში შეაბრუნეს. ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო