ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ზოგიერთ ქვეყანას აკრიტიკებს, რომ საკმარისს არ აკეთებენ კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად გაიზარდა, თუმცა არ მოხდა ინფიცირებულების საკმარისად სწრაფად შემოწმება, იზოლირება და კონტაქტში მყოფების გამოვლენა, რაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მთავარია.

„ყველა ქვეყანამ ყოვლისმომცველი მიდგომები უნდა შეიმუშაოს, თუმცა ინფექციის პრევენციის და სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის ჯაჭვური გავრცელების აღკვეთაა. ამისთვის კი, უნდა შეამოწმოთ და მოახდინოთ იზოლირება. ხანძარს ბრმად ვერ შეებრძოლებით. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ პანდემიას, თუკი არ გვეცოდინება, თუ ვინ არის ინფიცირებული. ჩვენ მარტივი მესიჯი გვაქვს ყველა ქვეყნისთვის: შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა. თუკი პასუხი დადებითი იქნება, მოახდინეთ მათი იზოლირება და გაარკვიეთ, ვის ჰქონდა მათთან მჭიდრო კონტაქტი, ორი დღით ადრე, ვიდრე სიმპტომები დაეწყებოდათ. შეამოწმეთ ის ადამიანებიც“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, მწარმოებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კიდევ უფრო მეტი ტესტის წარმოება ხდება, რომ მასზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი