"ევექსი ჰოსპიტლები" პაციენტებს და მათ მნახველებს ციფრული კომუნიკაციის შესაძლებლობას სთავაზობს

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკის პირობებში, "ევექსი ჰოსპიტლები" მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების რეგულარული კომუნიკაცია , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქსელში შემავალ 18-ვე სამედიცინო დაწესებულების სტაციონარულ განყოფილებებში პაციენტებთან მნახველების დაშვება დროებით შეზღუდულია, თუმცა ჰოსპიტლები მათ ნახვის საათების ალტერნატივად დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში ციფრულ კომუნიკაციას სთავაზობს.

მათი ცნობით, პაციენტებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ვიდეოზარები განახორციელონ ჰოსპიტლების მიერ შეთავაზებული პლანშეტებით. ეპიდემიოლოგიური კუთხით უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ყოველი ვიდეოზარის შემდეგ პლანშეტები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით გაიწმინდება.

„ევექსის ჰოსპიტალური ქსელი პაციენტების და მედპერსონალის მაქსიმალური დაცვისთვის შემდეგ პრევენციული ზომებს ატარებს:

ექიმებს ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ყველა სამედიცინო ჰოსპიტალში განახლდა პაციენტის მიღების, მისი გადაადგილებისა და მართვის პროტოკოლები. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა (მგზავრობა, კონტაქტები) და ანამნეზის შეკრება.

ჰოსპიტლების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მოხდა იზოლირებული ბლოკ-პალატების ინფრასტრუქტურული რესურსის გაძლიერება.

შეიქმნა ეპიდემილოგთა კომისია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ჰოსპიტლების ეპიდზედამხედველობას.

სადეზინფექციო სამუშაოები ჰოსპიტლებში დღეში ორჯერ ტარდება. სამედიცინო ცენტრში ყველა შემომსვლელს გადაეცემა ნიღაბი, ასევე შენობის ტერიტორიაზე მათთვის ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენისთვის საჭირო სპირტის შემცველი ხსნარები.

ყველა ის ექიმი, ვინც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თვითიზოლირებულია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებული 18-ვე საავადმყოფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სამედიცინო მომსახურებას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“