ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მთავრობა ბულგარეთიდან საქართველოს 70 მოქალაქის გამოყვანაზე მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, იტალიაში მყოფ საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნება არ სურს, რადგან მაჩნიათ, რომ ადგილზე ყოფნა მათთვის უფრო უსაფრთხოა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, უწყება მუშაობს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.

“ძალიან სწრაფად ვმოქმედებთ, დიდ ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ თუ რაიმე შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოსაყვანად, განვახორციელოთ. თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნე, ეს ძალიან ბევრ წვრილმან დეტალთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად იტალიიდან დავიწყებ. არიან ადამიანები, რომლებსაც მყარად უნდათ იქ დარჩენა. არიან სტუდენტები, იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ან დროებით ჩასული ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს მგზავრობა უფრო სახიფათოა მათთვის, ვიდრე იტალიაში რომელიმე სასტუმროში ორი კვირით იზოლაციაში ყოფნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი ფიქრობენ, რომ იქ ყოფნა სჯობს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც წამოსვლა უნდათ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა მაშინ არ გამოხატეს ეს სურვილი, როდესაც უფრო მეტი შესაძლებლობა იყო და უფრო ადვილი იყო ამის გაკეთება. იტალიაში პრაქტიკულად არაფერი მუშაობს, მთავრობა ზის სახლში, საწარმოები გაჩერებულია, რესტორნები, კაფეები, მუზეუმები ყველაფერი გაჩერებულია. ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა აკრძალული აქვთ, მათ შესაბამისი ნებართვა სჭირდებათ. ყველა ადამიანმა, რომელსაც გარეთ გასვლა უნდა, იტალიის მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა უნდა აიღოს“,-განაცხადა ხვთისიაშვილმა.

როგორც ალექსანდრე ხვთისიაშვილი განმარტავს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, რომ ბულგარეთში მყოფი დაახლოებით 70 ადამიანი საქართველოში დააბრუნოს.

„ჩვენ პრაქტიკულად სახლებში და ტელეფონზე ვურეკავთ მათ. ძნელია, რომ ასეთი ოპერაცია განხორციელდეს. თუმცა, ჩვენ ვეძებთ ამ შესაძლებლობებს, როგორ შეიძლება მოქალაქეები გამოვიყვანოთ. იტალიის გარდა, გვაქვს სხვა ქვეყნებიც. გარკვეული რაოდენობის ადამიანები არიან მაგალითად, ბულგარეთში. დღეს ჩვენ ვცდილობდით, რომ ბორანით წამოგვეყვანა ეს ხალხი. დილიდან აქტიურ მოლაპარაკებებში ვიყავით, ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია ესაუბრა ბორანის მეპატრონეს. ჩვენ საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ბულგარეთის მთავრობას ვესაუბრებოდით. ყველანაირი მცდელობა გვქონდა, რომ ეს ადამიანები ბორანით წამოგვეყავნა, თუმცა მათ თავიანთი რეგულაციები აქვთ და ის ბორანი არ არის მორგებული ადამიანების ტრანსპორტირებაზე, სატვირთო ბორანია. დაახლოებით 70 ადამიანია. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთან, იქნებ კორიდორი მოგვცეს და ავტობუსებით გამოვიყვანოთ“,-აღნიშნავს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია