პრემიერის განცხადებით, საქართველო ჯერ იმ ეტაპზე არ არის, რომ ხელისუფლება რაიმე აკრძალვის ინსტრუმენტით ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ჯერ იმ ეტაპზე არ არის, რომ ხელისუფლება რაიმე აკრძალვის ინსტრუმენტით ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს.

გახარიას განმარტებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაციები, დახურულ სივრცეში ღონისძიებების არ გამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე