თორნიკე მამალაძე - მოსამართლე ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, პატრიარქს შეხვდა - ეჭვი მაქვს, რომ პატრიარქთან შეთანხმებით მოხდა ჩემი ძმის საპყრობილეში დატოვება

ჩემი ინფორმაციით, მოსამართლე ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რამდენიმე წუთით პატრიარქს შეხვდა. ეჭვი მაქვს, რომ პატრიარქთან შეთანხმებით მოხდა ჩემი ძმის საპყრობილეში დატოვება, - ასე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სასამართლოს მიერ მისი ძმისთვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმას.

თორნიკე მამალაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკანოზს გაათავისუფლებდნენ. ის სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„თითოეული პირი, ვინც ექსპერტიზა ჩაატარა, სასამართლოში დაიკითხა, რომლებმაც ჩემი ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურეს. მათ შორის, მოსამართლემაც თქვა, რომ სიმულაციას არ ემხრობოდა და თვლიდა, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ისიც თქვა, მე ამ ადამიანს ვერ გავუშვებო. არაერთხელ მითქვამს, თუ საპატრიარქო და მთავრობა არ ჩაერეოდა, ჩემი ძმის გათავისუფლება მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, პირადად პატრიარქი და მთავრობის მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ამ საქმეში ერევიან, მათ სურთ ჩემი ძმა არ გამოუშვან და ფაქტიც სახეზეა. ვიდრე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ, ვთქვი, რომ თუკი, სასამართლო დამოუკიდებელი იქნებოდა, ჩემ ძმას გამოუშვებდნენ, მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ქალბატონი მოსამართლე აგრძელებს ბესიკ ბუგიანიშვილის გზას. ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ადამიანი საპატრიარქოში ბრძანდებოდა და როგორც მითხრეს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რამდენიმე წუთით პატრიარქს შეხვდა. ეჭვი მაქვს, რომ პატრიარქთან შეთანხმებით მოხდა ჩემი ძმის საპყრობილეში დატოვება“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად