საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება ეძლევათ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება ეძლევა. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ების უფლებამოსილება იქნება: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება.

კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ვადა განისაზღვრება 2030 წლამდე პერიოდით. საკრებულოების მიერ შექმნილი სსიპ-ები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება 6000 ლარს შეადგენდეს. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, აღნიშნულ სსიპ-ებში, კანონპროექტის ინიციატორის ვარაუდით, 15-მდე ადამიანი იმუშავებს და მათი წლიური ხელფასი ჯამში, დაახლოებით, 600 000 ლარი იქნება.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული პირისათვის მიმდინარე ხარჯები კი დაახლოებით, 2 000 000 – 2 500 000 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება ეძლევათ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება ეძლევა. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ების უფლებამოსილება იქნება: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება.

კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ვადა განისაზღვრება 2030 წლამდე პერიოდით. საკრებულოების მიერ შექმნილი სსიპ-ები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება 6000 ლარს შეადგენდეს. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, აღნიშნულ სსიპ-ებში, კანონპროექტის ინიციატორის ვარაუდით, 15-მდე ადამიანი იმუშავებს და მათი წლიური ხელფასი ჯამში, დაახლოებით, 600 000 ლარი იქნება.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული პირისათვის მიმდინარე ხარჯები კი დაახლოებით, 2 000 000 – 2 500 000 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია