აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 27-ს მიაღწია. ინფორმაციას მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
აღნიშნული პირები საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.