კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, დისკუსია დაწყებულია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია დისკუსია ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გასულ წელს სსფ-სთან გაფართოებული მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წინდახედული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, სსფ-სგან დახმარების მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სხვა დონორი ორგანიზაციებიდან მეტი რესურსის მოზიდვას.

„პანდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთეს მობილიზება იმ ფინანსური პაკეტის, რომელიც განსაზღვრულია მათი წევრი ქვეყნებისათვის ამ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი გაფართოებული მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება. სსფ-სთან მოქმედი პროგრამის არსებობა საგარეო თუ შიდა შოკთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან და უკვე დავიწყეთ დისკუსია მოქმედი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდისგან დახმარება სხვა დონორი ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების კარგ წინაპირობას ქმნის“,-აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით დონორებთან განხილვები დაწყებულია და დახმარების ზომა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის გაყიდოს უცხოური ვალუტის რეზერვები სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა