დავით ბაქრაძე - დღეს არის იმის დრო, საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა და სოლიდარობა მათ, ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე

„ევროპული საქართველოს’’ აქტივისტები 7 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში მარტოხელა მოხუცებს თვითიზოლაციის წესების დაცვაში დაეხმარებიან.

როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განცხადა, აქტივისტები ასეთ ადამიანებს კვირაში ერთხელ მიუტანენ საკვებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. მისი თქმით, საკვებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების პროცესში მოხალისეებთან და ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის წევრები, მათ შორის, თავად დავით ბაქრაძეც. ბაქრაძის თქმით, ერთადერთი, რაც ამ დროისთვის გასაკეთებელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებაა და პარტია დღესვე დაუკავშირდება ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში შემოღებულია მთელი რიგი შეზღუდვები. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება 70 - წელს გადაცილებული ასაკოვანი ადამიანების თვითიზოლირებას, ეს აჩენს პრობლემას თუ როგორ უნდა მოხდეს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი მომარაგება ელემენტარული და პირველადი ნივთებით.

ჩვენ ყველა ვივლით ოჯახებში და დავეხმარებით ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს არის იმის დრო, საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა და სოლიდარობა მათ, ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე. დავეხმარებით 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს და ასეთ ოჯახებში მივიტანთ პირველადი მოხმარების ნივთებს და საკვებს. ამას ჩვენ საკუთარი სახსრებით გავაკეთებთ. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ეს არის ინიციატივის შეთანხმება დაავადებათა კონტროლის ცენტრთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ