ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ლაბორატორიიდან 12 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამოჯანმრთელდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე პაციენტი, ეს დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი.

როგორც ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მთლიანობაში 12 პაციენტის კვლევის შედეგს ელოდებიან.

„გამოჯანმრთელების კანდიდატი ვინც იყო, მეორე პაციენტი, მისი გამოკვლევის მასალა აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ცენტრში. პასუხი ჯერ არ მოსულა, მოვა გვიან ღამე. გვიან ღამე ველოდებით 12 პაციენტის პასუხს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა, საქართველოში მეოთხეული გავრცელება, ცერცვაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არა.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა, მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობისაც, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა თუ ვისგან დაინფიცირდა. ის მეტი ალბათობით, ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, ერთადერთი შემთხვევაა მხოლოდ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ის პაციენტი, რომლის დაინფიცირების წყაროც ცნობილი არ იყო, ცერცვაძე პასუხობს, რომ - კი.

„ამაზეა საუბარი, მაგრამ არ ვიცოდით - სწორი სიტყვა არაა. ამ პაციენტმა იცის ვისგან დაინფიცირდა, მაგრამ ძალიან დარწმუნებული არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს