გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება

გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, მოსწავლეებს საბოლოოდ კონკრეტულ თემაზე პროექტის წარმოდგენა მოსთხოვონ.

მისივე თქმით, მოსწავლეთა შეფასების ნაწილზე სამინისტრომ შესაძლოა, რეკომენდაციები გასცეს.

„როდესაც გახანგრძლივებული არდადეგები გვაქვს, აკადემიური მოსწრების შეფასება ნიშნით ვერაფრით ვერ მოხდება. თუ ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში, შეიძლება შეფასების ნაწილზეც გავცეთ რეკომენდაციები. იმ ფორმას, რასაც შევთავაზებთ, როგორ მოვახდინოთ მის ფარგლებში შეფასება. შეიძლება შეფასება სულაც არ მოვახდინოთ და საბოლოოდ მოსწავლემ თემაზე პროექტი წარმოადგინოს. მილიონი გზა არსებობს. დღეს ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის ახალი, თემებზე დაფუძნებული და არა ტექსტებზე. ამიტომ მოქნილობა სკოლას ამ ნაწილშიც ექნება“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო იზიარებს როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე ინოვაციურ მეთოდებსაც გეგმავს.

„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საელჩოებთან, გამოცდილებასაც ვიზიარებთ, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვთ დიდი გამოცდილება. თუმცა, ისეთი გამოცდილების ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია, ამასთან ტექნოლოგიურადაა გამართული, მათაც გაუჭირდა ტექნოლოგიაზე სრულად გადასვლა. ტექნოლოგიების კუთხით ნაწილი არის საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვიყენებთ Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებს, რაც დაცული სისტემაა ბავშვებისთვის და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. ის რეკომენდაციები, რაც სკოლაში გავაგზავნეთ, სწორედ დაცული საიტების ჩამონათვალს მოიცავს. ინოვაციები, რასაც ვამუშავებთ ქართულ კონტენტზეა დაფუძნებული და დიდი ნაწილი არ არის საერთაშორისო გამოცდილების გადმოღება. გვაქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანის, რამაც არ იმუშავა, ამიტომ ქართულ კონტენტზე, კულტურაზე შესაძლებლობაზე დაფუძნებულ ინოვაციებს ვთავაზობთ“, - განაცხადა დგებუაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: შეფასდება თუ არა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა