ლევან იოსელიანი - გიორგი გახარია ბესიკ თამლიანის საპყრობილეში ჩატოვების მიზნით სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლას ახდენს

გიორგი გახარიას განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და დავალება პროკურატურისთვის, რომ ყველაფერი იღონონ ბესიკ თამლიანის საპყრობილეში ჩატოვების მიზნით , - ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებებს.

ლევან იოსელიანის თქმით, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სასამართლო სისტემაზე ზეწოლა.

"გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „აღიარების გარეშე რთულია თამლიანის შეწყალებაზე საუბარიო“; მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და დავალება პროკურატურისთვის, რომ ყველაფერი იღონონ ბესიკ თამლიანის საპყრობილეში ჩატოვების მიზნით. მან ბესიკ თამლიანს აღიარება (არჩადენილი დანაშაულისთვის) დაუტოვა ერთადერთ გამოსავლად, რითაც სასამართლო როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო საერთოდ ჩამოაშორა პროცესს და თეორიულადაც კი არ დაუშვა, რომ „დამოუკიდებელმა“ სასამართლომ ის შეიძლება გაამართლოს“,-განაცხადა იოსელიანმა.

ადვოკატის თქმით, მას დღეს კომუნიკაცია ჰქონდა ბესიკ თამლიანთან და ის არ აპირებს დანაშაულის აღიარებას.

„დღეს მოვინახულე ბესიკი პენიტენციურ დაწესებულებაში. მართალია საუბარი ტელეფონით, გამყოფი მინის მიღმა მომიწია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ის არ აპირებს უკან დახევას და რამის აღიარებას. განწყობილია ბოლომდე საბრძოლველად და ყველამ მინდა იცოდეს, რომ „მას სისტემა ვერ გატეხს“.

13 მარტის სასამართლო პროცესმა, სადაც ჩვენ უკანონოდ გვეთქვა უარი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, ბესიკი საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ მის მიმართ სახელმწიფო და სასამართლო მთელი მისი რეპრესიული სისტემით იბრძვის და 13 მარტის შემდეგ, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ობიექტი, ანუ პოლიტპატიმარია“,-განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა ასევე 13 მარტის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

„პროკურატურამ დაასრულა ბრალდების მოწმეთა გამოკითხვა. რაც არის ახალი გარემოება, რომ სასამართლომ გადახედოს აღმკვეთ ღონისძიებას, რადგან მათზე (მოწმეებზე) ზეწოლის თეორიული საფუძველიც აღარ არსებობს. პროკურატურამ წარადგინა და გამოიკვლია ყველა მტკიცებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შეცვლის ან განადგურების თეორიული საფრთხეც კი აღარ არსებობს. პირველ ორ არგუმენტზე სასამართლო დაგვეთანხმა, მაგრამ ჩათვალა, რომ არსებობს ბრალდებული თამლიანის მიმალვის საფრთხე. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, ჩვენს მიერ შეთავაზებული იყო შემდეგი შემაკავებელი ღონისძიებები: პასპორტის ჩაბარება საგამოძიებო ორგანოსთვის და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება, რაც უზრუნველყოფდა მისი გადაადგილების გაკონტროლებას.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა 5 წუთიანი შესვენება, შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ, დაბრუნდა დაახლობით 45 წუთის შემდეგ და კიდევ 15 წუთი ჩუმად იჯდა და ქაღალდებს ფურცლავდა. ამ ქმედებით მან შექმნა დამსწრეებში მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო შეცვლილიყო პატიმრობა გირაოთი, თუმცა ერთ საათიანი "წვალების" შემდეგ, ბესიკი პატიმრობაში დატოვა. რაც კიდე უფრო ცინიკურს ხდიდა მის გადაწყვეტილებას“,-აცხადებს ადვოკატი.

ლევან ოისელიანის შეფასებით, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი გაკვეთილი გამოეტანა წარსული შეცდომებიდან , რისთვისაც მაღალ პოლიტიკურ და ფასს გადაიხდის.

„რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯონ არ მეშინია, სიკვდილით ხომ ვერ დამსჯიან“ - ესეც ბესიკის სიტყვებია, რომელიც მთხოვა გამომექვეყნებინა. ჩემი მხრიდან მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი გაკვეთილი გამოეტანა წარსული შეცდომებიდან და ჯიუტად იმეორებს იგივეს, რისთვისაც მაღალ პოლიტიკურ და ფასს გადაიხდის აუცილებლად, ხოლო “ საქმის მკერავები“ ბესიკს გაუცვლიან ადგილს", - აცხადებს თამლიანის ადვოკატი, რომლის კომენტარსაც „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს