მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ გარკვეული ზომები შეიცვალა

მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ გარკვეული ზომები შეიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, შეიცვალა მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო)) ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ პროცედურები.

იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, "საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების შესაბამისად, ექვემდებარება შემდეგ ღონისძიებებს:

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე; ხოლო, რაც შეეხება იმპორტს, ხორციელდება შემდეგი პროცედურები:

ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას:

განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;

ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

გ) ან განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.

თუ ვერ განხორციელდება სხვა პირით ჩანაცვლება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილება გაცილებით და საქონელი სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადაიტვირთება.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე უთხრეს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მოწყობილია საკარანტინე სივრცეები. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა შესაბამისი წესების დაცვით ხორციელდება.

ასევე შემოსვლისას სხვა ნებისმიერ ქვეყნიდან მომავალ მძღოლს თუ თერმული სკრინინგის განხორციელებისას სიცხე არ აქვს შემოვა ჩვეულებრივი ფორმალობების დაცვით. თუ სიცხე აქვს მაშინ ბრუნდება უკან (საქართველოს მოქალაქის გარდა) ხოლო ტვირთის მიმართ ხორციელდება ზემოთ აღნიშნული პროცედურები. თუ საქართველოს მოქალაქეა მძღოლი ექვემდებარება კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას.

იხილეთ ვიდეო: სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს