ბრიტანეთმა არმიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა. თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ტობიას ელვუდის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ „სვლა განაგრძოს“.
„ძირითადად ეს ლოჯისტიკას შეეხება. ისინი ასევე ასე ვთქვათ უზრუნველყოფენ კანონს და წესრიგს. ისინი ხალხს არ დააპატიმრებენ, ასეთი რამ არ იქნება, მაგრამ დაიცავენ ვთქვათ პრემიერის ოფისს და დაასვენებენ პოლიციის ოფიცრებს. დაეხმარებიან საავადმყოფოებს“, - განაცხადა ელვუდმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსით გაერთიანებულ სამეფოში 2200- ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 104-ს მიაღწია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"