ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტმა შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა (71 მომხრე).

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი ანა ლაშხი იქნება, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ოთარ ჩრდილელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა, ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის, ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას”, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა. გარედან შესაძლოა ჩანს, რომ ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ, შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია... მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების” პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ღირებულია ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება",-წერს ჩრდილელი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს