მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია გართულება, შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა მოსალოდნელია დაავადების გართულება.

მისივე თქმით, შესაძლებელია, „ცუდი გამოსავალიც“.

„ეს ქალბატონი თავისი რისკების გამო, არის პროგნოზულად სერიოზული და მძიმე. მას ასაკთან ერთად აქვს ძალიან მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რის გამოც ამ ქალბატონთან მიუხედავად დაწყებული სწორი, ადეკვატური მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება ამას გადავურჩეთ.

დანარჩენ 2 პაციენტზე, რომლებზეც ვლაპარაკობთ, რომ არიან რთული პაციენტები მათი მდგომაროება ჯერჯერობით სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება და პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა შესაძლებელია, თითოეულ მათგანთან არსებული რისკების გათვალისწინებით გვქონდეს დაავადების გართულებები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ჟურნალისტებმა მესამე პაციენტის კორონავირუსისგან შესაძლო გამოჯანმრთელების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ გამოჯანმრთლების პერიოდი ახლა 20 დღემდე გაიზარდა.

„მე არ მითქვამს ინკუბაციის პერიოდის გახანგრძლივება. მოდით, სწორად გავიგოთ, რასაც ვამბობ, ინკუბაციის პერიოდი არ გახანგრძლივებულა, ეს პერიოდი 2-დან 14 დღემდე არის და რჩება, არ იცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ გამოჯანმრთელების პერიოდზე. ადრე საუბარი იყო, რომ მსუბუქი დაავადების შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი მინიმუმ 2 კვირა იყო. ახლა ეს მინიმალური პერიოდი 20 დღემდე გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან გაიზარდა, ე.ი. ასეც აღინიშნებოდა, ალბათ, გამოჯანმრთელება. ვირუსის ერადიკაცია, ანუ ვირუსისგან გათავისუფლება ეტყობა ცოტა გვიანდება პაციენტებში და ამიტომაც დაიდო ასეთი მონაცემები, რადგან ეს მონაცემები დაიდო, ჩვენც აღარ ვჩქარობთ უკვე. თუ ადრე ვაკეთებდით ორი კვირის თავზე, ახლა გადავწიეთ ცოტა ეს პერიოდი და 2 კვირიდან 20 დღემდეა, იმისდა მიხედვით, როგორი კლინიკური მონაცემები აქვთ, როგორი სიტუაცია აქვს ლაბოტორიული მონაცემებით, მათი შეფასება ხდება და ტესტირებაც შესაბამისად წარმოებს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მეორე და მესამე პაციენტების გამოჯანმრთელების შესახებ მონაცემები შესაძლოა, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იყოს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, არის სტაბილურად და „ველოდებით დაავადების ხანგრძლივობის გასვლას, რაც შესაძლებელია, 14 დღიდან 20 დღემდე გაგრძელდეს.“

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ - 86 წლის ქალის მდგომარეობა კი მძიმეა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა