ვახუშტი მენაბდე - ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს კანონს თუ ჩახედა ნეტა? - ხელისუფლებას  შესაძლებლობა ეძლევა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სახუმარო საქმე არ არის.

„ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონს თუ ჩახედა ნეტა? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია - თავი და ბოლო ვერ გავუგეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);

2. გადაადგილების თავისუფლება;

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

4. გამოხატვის თავისუფლება;

5. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

6. საკუთრების უფლება;

7. შეკრების თავისუფლება;

8. შრომითი უფლებები.

საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას. საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს“, - წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა