ლევან ვეფხვაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები გადაიხედოს

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით გადაიხედოს იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციიდან აცნობეს.

როგორც ლევან ვეფხვაძე აცხადებს, იმპორტიორების პრობლემა იყოფა ორ ჯგუფად. კერძოდ, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების იმპორტიორები, რომელთაც დიდი დაწოლა აქვთ გაზრდილი მოხმარების გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიან ის იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი გზაშია საქართველოსკენ, ახლო მომავალში კი მოუწევთ იმპორტის პროცედურების გავლა.

რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვფხვაძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, ორმოცდახუთ დღემდე, როგორც ეს, მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.

„ამ გზით სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, სტაბილური, დაბალანსებული საბრუნავი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორები, რაც ასევე ხელს შეუწყობს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის შემცირებას და ფასების მერყეობისაგან დაგვაზღვევს“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი.

ასევე, ლევან ვეფხვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი კი გზაშია საქართველოსკენ და მოუწევთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც, როგორც ასოციაციაში ფიქრობენ, საჭირო შეიძლება გახდეს იმპორტის დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან აიცილონ ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისათვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს