მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადადის

უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გენერალურ პროკურორს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

მათი ცნობით, მხარეებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადავა. იმ საქმეებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ/შემჭიდროვებულ ვადებთან, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იქნას დაცული ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, დაინერგა სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების პლატფორმა. აღნიშნული პლატფორმის გამოყენების შესახებ ინსტრუქციებს ასოციაცია ადვოკატებს უახლოეს საათებში მიაწვდის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?