სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები თბილისისკენ დაიძრნენ

სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები, რომლებიც ლარსზე უამინდობის გამო იყვნენ გაჩერებულნი, თბილისისკენ დაიძრნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა, შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ლარსის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული ტვირთების საქართველოში შემოსვლა დაიწყო. სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები კი თბილისისკენ უკვე დაიძრნენ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, მათ შორის შესაძლებელია დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გადაადგილება და გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტულად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.

„შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საქართველოშო მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე დღით შეფერხდა მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებამ გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის და შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო სასურსათო მარაგების ლარსის გამშვებ პუნქტთან გაჩერება.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გაიმართა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე საავტომბილო მოძრაობის რაც შეიძლება მოკლე დროში აღგენის მიზნით, გადაწყდა საჰაერო აფეთქებების საშუალებით ზვავის ხელოვნური გამოწვევა და მხოლოდ ამის შემდეგ გზის გაწმენდა“,-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო