ნინო თანდილაშვილი - ყაზბეგის გამშვები პუნქტი გახსნილია და სასურსათო პროდუქცია უპრობლემოდ შემოდის

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რამდენიმე სამთავრობო უწყებამ ერთობლივად, უმოკლეს ვადაში შევძელით გზის გაწმენდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, მოხდა ზვავების ხელოვნური ჩამოშლა და ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაიხსნა სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში შეუფერხებლად ხდება სატვირთო ავტომობილებით სასურსათო პროდუქციის შემოტანა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჯანგულაშვილის განცხადებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 450-500 სატვირთო მანქანას შეუფერხებლად ატარებს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში არც ერთი მანქანა არ არის შეჩერებული. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროდუქციის მიწოდებაში არ იყოს შეფერხება და არ გაჩნდეს დეფიციტი. მინდა აღვნიშნო, რომ საბაჟო პუნქტზე ხდება ყველა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ტარდება სკრინინგი“, - განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს