მარინა ეზუგბაიას ინფორმაცით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან 2 ახალი შემთხვევაა, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ. დანარჩენი პაციენტები კი, ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.

ეზუგბაიას თქმით, ხუთივე ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მათგან ერთ-ერთი არის ბავშვი.

„ხუთი ახალი პაციენტიდან 2 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია არ იქნება, უკვე 5 ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.

დანარჩენი ახალი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებულები, მათგან ერთი არის კონტაქტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტებთან და 2 არის შემოტანილი შემთხვევა. მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ის ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან ყველანი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. 5-დან მხოლოდ 2 არის ახალი შემთხვევა, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა