ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას

შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე, სადაც მოგვეცა დავალება, შესაბამისად, საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

„საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლიორები კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან,“- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა