დავით ზალკალიანი - ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, 3000 ადამიანი ჩამოვიყვანეთ, დანარჩენების ჩამოყვანა მოხდება ეტაპობრივად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა და მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ლტოლვილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში მოახდენს უახლოესი მარშრუტების განსაზღვრას ევროპის მიმართულებით, რათა მოხდეს მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება.

„ვითარება არ არის მარტივი. ვირუსის დინამიკა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება, ჩვენც საგანგებო რეჟიმში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესია, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა ევროპის დედაქალაქებიდან. ხაზს ვუსვამ - ეტაპობრივად, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა და ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ. იცით, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა. კარანტინისთვის სივრცეების რაოდენობა საკმარისია, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მზად და აუცილებელია, რომ იყოს ბალანსი ჩამომსვლელთა რაოდენობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას შორის”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, ყველას ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას და მათი გამომგზავრებაც უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენ ვაგროვებთ ყველა მონაცემს. ამ ინფორმაციის შემდგომი აკუმულაცია და კოორდინაცია ხდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება რეისების დაგეგმვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია. ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს”, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო