დავით ზალკალიანი - კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ხელისუფლების მზაობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოვუჩინოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების დახმარებას ვერ ახერხებს, რადგან ოკუპირებულ რეჟიმს გადასასვლელი პუნქტები ბლოკირებული აქვს. როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა დარჩენილ თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო პარტნიორები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ეს ხერხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ვერ ვახერხებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეჟიმს ბლოკირებული, დაკეტილი აქვს გადასასვლელი პუნქტები. ამიტომ, ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ გამოვხატავ და ვაფიქსირებ საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა და გვერდზე უნდა გადაიდოს ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ ამ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“,-განაცხადა ზალკალიანმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს