რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კლასტერთან კავშირი არ აქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი პაციენტი სახლში, ახლობლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კლასტერთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი 80 წელს გადაცილებული მამაკაცია.

„დღეს კიდევ 4 ადამიანს გაუკეთდება კვლევა, რაც შეეხება გუშინდელს, 7-ს გაუკეთდა და შვიდივე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ამ დროისთვის სულ 34 პაციენტია.

მარნეულიდან გადმოყვანილი მამაკაცი არის 80 წელზე მეტის. ასაკოვანია, რომელიც რამდენიმე დღე იმყოფებოდა სახლში, ჰქონდა ცხელება, ბინაზე აკვირდებოდნენ მისი ახლობლები, ვიდრე სუნთქვის უკმარისობა არ გამოჩნდა როგორც სიმპტომი, მანამდე ექიმს არ მიმართეს. რაც შეეხება კონტაქტებს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, არც ერთი არ არის მარნეულის კლასტერიდან. იმყოფებოდა სახლში ძირითადად და ჰქონდა ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ოჯახის წევრებს, ბუნებრივია, ალბათ სპეციალური თვითიზოლაციის პირობებში მოუწევთ ყოფნა“,- განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გოფოძის თქმით, „მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა